კატ:

უინსტონ ჩერჩილის ყველაზე ცნობილი ფოტოს ისტორია

უინსტონ ჩერჩილი — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი

უინსტონ ჩერჩილიუინსტონ ჩერჩილის ყველაზე ცნობილი ფოტო, სადაც ის გაბრაზებული იყურება 1941 წელს იქნა გადაღებული, კანადის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის წინ. როცა ჩერჩილი ოთახში შეიყვანეს სურათის გადასაღებად, მან ფოტოგრაფს უთხრა რომ მხოლოდ ორი წუთი აქვს თავისუფალი დრო და სიგარის მოწევა დაიწყო. ფოტოგრაფმა პრემიერ მინისტრს სთხოვა სიგარა ჩაექრო, რაზეც ჩერჩილმა უარი განაცხადა. ფოტოგრაფი მივიდა ჩერჩილთან სიგარა პირიდან გამოაძრო და სწრაფად გადაიღო სურათი. ფოტოში კარგად ჩანს ჩერჩილის რეაქცია ფოტოგრაფის თავხედურ ქცევაზე. ჩერჩილს მალევე გადაუარა სიბრაზემ, ფოტოგრაფს გაუცინა და კიდევ რამდენიმე სურათის გადაღების ნება დართო.უინსტონ ჩერჩილი

რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...

0