კატ: ,

წმინდა წაბლის ხე

1501 წელს, ქალაქ მარბელას ფორთოხლის მოედანზე ოთხმა წაბლის გამყიდველმა დადგა დახლი. პირველი ვაჭარი წაბლს ორ ბრინჯაოს მონეტად ყიდდა. მეორე ვაჭარიც იგივე ფასად ყიდდა, მაგრამ შეკვრაში ერთით მეტ წაბლს დებდა. მესამე ვაჭარი კი მეორეზე ერთით მეტს. მეოთხე ვაჭარი, ქვრივი პედრო წაბლს უფასოდ არიგებდა.

ქვრივი პედროს დახლს დილიდანვე ესეოდნენ პატარა ბავშვები და ისიც გულუხვად ურიგებდა მათ წაბლს იქამდე, სანამ მისი მარაგი არ ამოიწურებოდა, შემდეგ კი სახლში მიდიოდა. სხვა ვაჭრები პედროს წყევლიდნენ და კლიენტების წართმევაში ადანაშაულებდნენ.

ერთ დილას, სანამ პედროს წაბლის მარაგი ამოეწურებოდა, მის დახლს შავ მოსასხამში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა ორ თანმხლებდათ ერთად. უცნობის სახე ნახევრად იყო მოსასხამის ნაწილით დაფარული.

– რამდენად ყიდი წაბლს მამაჩემო? – ჰკითხა უცნობმა ქვრივ პედროს.

– ას არაგონულ ოქროს გინეად. – უპასუხა მას ქვრივმა.

– ჭკუიდან შეიშალე მოხუცო? შენ ხომ ყოველდღე უფასოდ ურიგებდი ბავშვებს წაბლს?

მოხუცმა უცნობი მამაკაცის ბეჭედს შეხედა, რომელზეც არაგონის გერბი იყო ამოტვიფრული, შემდეგ მის თანმხლებებს გადახედა და მშვიდად უპასუხა:

– თქვენო უდიდებულესობავ, მე თქვენ გიცანით. ჩემს ცხონებულ მეუღლეს ერთხელ მგლები დაედევნენ და მან თავი ძველ წაბლის ხეზე აძრომით გადაირჩინა. მას შემდეგ ჩემმა ცოლმა ფიცი დადო, რომ ამ წაბლის ხის ნაყოფს სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ დაურიგებდა ბავშვებს მადლიერების ნიშნად… მაგრამ ჩემი ცოლი გარდაიცვალა და მე გადავწყვიტე მისი საქმის გაგრძელება.

– თუ მიცანი, რატომ გადაწყვიტე ჩემთვის წაბლის ასე ძვირად მოყიდვა? – ჰკითხა ქვრივს არაგონის მეფემ, ფერდინან II-მ.

– თქვენ არც ბავშვი ხართ და არც ღარიბი, შესაბამისად ასი გინეა არ დაგაზარალებთ.

მეფეს თავხედურ პასუხი მოეწონა და გაეცინა:

– ბევრს მიბედავ, მაგრამ კეთილი საქმით ხარ დაკავებული. სხვა ვაჭრები ხომ არ გემუქრებიან იმის გამო, რომ მათ კლიენტებს ართმევ?

– მემუქრებიან თქვენო უდიდებულესობავ. ამბობენ რომ მალე მოჭრიან იმ წაბლის ხეს.

მეფე დაფიქრდა, პედროს ქისა გაუწოდა და უთხრა:

– აქ ზუსტად ასი გინეაა მოხუცო. ხეზე კი არ იღელვო, მას ვერავინ შეეხება.

მეორე დღეს მეფე ამალასთან და სასულიერო პირებთან ერთად მიადგა იმ ხეს, რომელზეც პედრო საუბრობდა. კარდინალმა წაბლის ხესთან მესა გადაიხადა და მისი ნაყოფი აკურთხა. მას შემდეგ ამ ხეს წმინდა წაბლს ეძახიან მარბელას მცხოვრებლები და დღემდე იკრძალება მასთან ნაჯახით მიახლოება.

წყარო: იდეა

თქვენც შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი პოსტი მარტივად, შექმენით!

რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...

0