კატ:

კოდალას თავი

ხეკაკუნა

ყველამ იცის კოდალას, როგორც ფრინველის დანიშნულება ბუნებაში, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. იცოდით, რომ კოდალა თავს ხეს 22-ჯერ უკაკუნებს წამში? ასეთი კაკუნისგან ადამიანს შესაძლოა ტვინის შერყევა დაემართოს.
როგორ ახერხებს კოდალა ტვინის დაზიანების თავიდან აცილებას მართლაც საოცრებაა, თუმცა მისი შესაძლებლობები ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ვიდეო, რომლის პარალელურად აკეთებდნენ ფრინველის კისრისა და თავის ტომოგრაფიით მიღებული გამოსახულების სკანირებას. მათ იპოვეს ოთხი სტრუქტურა, რომელიც მექანიკური შოკის თავიდან აცილებაზე აგებს პასუხს, ესენია: კოდალას მკვრივი, მაგრამ ელასტიური ნისკარტი; კუნთოვანი ქსოვილი; ელასტიური სტრუქტურა, რომელიც ამაგრებს ენას და გრძელდება თავის ქალის უკან და ეწოდება ენისქვეშა ძვალი; ღრუბლოვანი ძვლის ქსოვილი თავის ქალაში. დაზიანების თავიდან აცილება ასევე დამოკიდებულია ცერებროსპინალური სითხისა და თავის ქალის ურთიერთკავშირის თავისებურებაზე, ვიბრაციის შესამცირებლად. კოდალას თავირეალურად, ბუნებამ შექმნა იდეალური მანქანა შოკის შთანთქვისათვის – იმაზე გაცილებით ეფექტური, ვიდრე ადამიანების ნებისმიერი მცდელობა.
ერთი შეხედვით საოცრებაა, თუ როგორ შეიძლება უძლებდეს ფრინველი ასეთ ძლიერ, ქრონიკულ კრანიალურ ტრავმას. მეორე მხრივ, ევოლუციური თვალთახედვით, როგორ შეიძლება მოველოდეთ ამაზე ნაკლებ ადაპტაციებს, რომლებიც ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდნენ სასარგებლო მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად.

რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...

0