კატ: , ,

ერთგულება თუ ღალატი?

ძვ.წ 522 წელს დარიოსს ბაბილონი აუჯანყდა. დარიოსი ვერ ახერხებდა ქალაქის აღებას, ამას კი ზედ ისიც დაერთო, რომ მის ჯარშიც დაიწყო არეულობა. დარიოსმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ერთ-ერთი მხედართმთავარი, ზოპიროსი დაადანაშაულა. დარიოსმა ზოპიროსი თავის კარავში დაიბარა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მხედართმთავარი იქიდან საშინლად დასახიჩრებული გამოვიდა. მას ცხვირი და ყურები ჰქონდა მოჭრილი, ღირსების სიმბოლო, წვერი და თქმა კი ძირამდე შეჭრილი. მარტივი მისახვედრია, თუ როგორი ეფექტს მოახდენდა ეს სანახაობა აჯანყების პირას მყოფ ჯარზე. სპარსელების არმია მალევე დაშოშმინდა, ხოლო ზოპიროსი კი ბაბილონში შეიპარა და იქაურებს მისი შეფარება სთხოვა, თან უთხრა, რომ ის დარიოსს ძალიან კარგად იცნობდა და მარტივად გამოიცნობდა მის ყოველ ნაბიჯს, შესაბამისად ბაბილონი ზოპიროსის დახმარებით მარტივად გაიმარჯვება.

დარიოსმა ცხრა დღის განმავლობაში ცხრაჯერ შეუტია ქალაქს, მაგრამ ბაბილონელებმა ზოპიროსის დახმარებისა და აქტიურობის წყალობით ცხრაჯერვე მარტივად მოიგერიეს შტურმი. ზოპიროსი ყოველთვის წინა ხაზზე იბძოდა, ხოლო როცა ბრძოლის ველზე დარიოსი ჩნდებოდა, ზოპიროსი განრისხებული მიიწევდა მის მოსაკლავად.

ბაბილონელები დარწმუნდნენ ზოპიროსის სიქველეში, სწორედ ამიტომ მეათე დღეს მას მთელი არმიის მხედართმთავრობა უბოძეს და სთხოვეს საბოლოოდ დაემარცხებინა დარიოსი.

მეათე დღეს დარიოსმა მთელი არმია შეკრიბა და ბაბილონს შეუტია. ზოპიროსი ერთხანს ირგერიებდა სპარსელების შემოტევას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მოჩვენებითად, რადგან როცა სპარსელების არმია საჭირო პოზიციებს მიუახლოვდა, მან ბაბილონის ყველა კარიბჭე გახსნა და სპარსელების არმია ქალაქში შემოუშვა.

როგორც აღმოჩნდა, ზოპიროსი შეთქმულების მეთაური კი არა, დარიოსის ყველაზე ერთგული სარდალი იყო, ეს გეგმა კი მთლიანად მან მოიფიქრა, უფრო მეტიც, მან ცხვირი და ყურები საკუთარი ხელითვე მოიჭრა, რომ დარიოსის მტრებისთვის ყველანაირი ეჭვები გაეფანტა.

ზოპიროსის საქციელმა ისე იმოქმედა დარიოსზე, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა: “ათ ბაბილონს დავთმობდი, ოღონდ ზოპიროსის იარები შემეხორცებინა”.

სპარსეთის მეფემ ერგულ სარდალს ბაბილონის მეთაურობა უბოძა, ქალაქი გადასახადებისგან გაათავისუფლა, ზოპიროსს კი “უდიადესი სპარსი” უწოდა.

ანკარო წყარო: იდეა

რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...

0