კატ: ,

გონიერი თაღლითი

1906 წლის 16 ოქტომბერს, ერთ-ერთ გერმანულ ყაზარმაში კაპიტნის ფორმაში ჩაცმული
მამაკაცი შევიდა და განაცხადა, რომ საიდუმლო მისიისთვის ჯარისკაცები
სჭირდებოდა. მან ერთ სერჟანტს და ოთხ გრენადერს უბრძანა, რომ უსიტყვოდ
გაჰყოლოდნენ, შემდეგ პოლიგონს მიუახლოვდა და რაზმში კიდევ ექვსი ჯარისკაცი
მიიღო.

მან ჯარისკაცები უახლოეს სადგურში მიიყვანა და ერთად
გაემგზავრნენ პატარა ქალაქ კიოპენიკში, რომელიც ბერლინის მახლობლად
მდებარეობს.

კაპიტანმა ჩასვლისთანავე ჯარისკაცებს ქალაქის
ხაზინადარის დაპატიმრება უბრძანა, რომელსაც ფულის მითვისებაში დასდო ბრალი.
სამხილის სახით კაპიტანმა 4000 მარკა(დღევანდელი კურსით 30 000 დოლარი)
ამოიღო ხაზინიდან, ჯარისკაცებს პერიმეტრის გადაკეტვა უბრძანა მის
დაბრუნებამდე, თვითონ კი გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.

მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ კაპიტანი სულაც არ იყო კაპიტანი, ის
უბრალოდ ძალიან გონიერი თაღლითი 45 წლის ვილჰელმ ფოიგტი აღმოჩნა.

ფოიგტი რამდენიმე თვის გამოსული იყო ციხიდან და გადაწყვიტა პატიოსნად
ეშრომა, მაგრამ ყოფილ პატიმარს არავინ იღებდა სამსახურში და იმისთვის, რომ
შიმშილით არ მომკვდარიყო, ძალიან გონივრული და ამავდროულად თავხედური გეგმა
შეიმუშავა. ფოიგტმა იცოდა, რომ გერმანელი ჯარისკაცები არასდროს უსვამენ
მაღალი ჩინის ოფიცრებს ზედმეტ კითხვებს და ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ,
შესაბამისად გეგმის შესასრულებლად მხოლოდ კაპიტნის ფორმის ყიდვა და სახის
ამაყი გამომეტყველების მიღება დასჭირდა.

ფოიგტი ქალაქის გაძარცვიდან მალევე დააპატიმრეს, მაგრამ ის ვილჰელმ II-მ შეიწყალა, რომელიც გულრწფელად აღფრთოვანდა ფოიგტის თაღლითობით.

ანკარა წყარო: იდეა

რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...

0