in

უოლ სტრიტზე გაგონილი 50 გენიალური ფრაზა

უოლ სტრიტზე, Goldman Sachs- ში ერთი ადამიანი მუშაობს, რომელიც ვოლსტრიტის ლიფტებში გაგონილ ფრაზებს ტვიტავს. ეს ფრაზები ღიმილსაც მოგგვრით და დაგაფიქრებთ კიდეც, იუმორისტული ხასიათის მიუხედავად საკმაოდ ჭკვიანურად ჟღერს:

  1.  ჭარბი წონა და შიმშილი- აი, თანამედროვე სამყაროს ორი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ადამიანის ბუნებას შესანიშნავად ხსნის.
  2. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ სანტას მდიდარი ბავშვები უფრო უყვარს.
  3.  იყავი მხოლოდ შენი თავი – ეს რჩევა ადამიანების მხოლოდ 5 %-ს თუ წაადგება.
  4. მინდა იმდენი ფული მქონდეს, სულ ფულზე არ ვფიქრობდე
  5. სიამოვნებით დაგეთანხმებოდით, მაგრამ მაშინ არცერთი ვიქნებოდით მართალი
  6. ყველა სატელეფონო საუბარი ამ სიტყვებით უნდა დაიწყო: ტელეფონი მიჯდება და სწრაფად მითხარი!…
  7. მეზობლის მინდორი უფრო ბიბინებს, რადგან ნეხვით არის გაჯერებული
  8. მუსიკა მაშინ უკეთესი იყო, როცა უშნო ადამიანებსაც აძლევდნენ სიმღერის უფლებას.
  9. ნებისყოფის ახალი გამოცდა: შეხვდე მეგობრებს ისე, რომ არცერთხელ ჩაიჭყიტო ტელეფონში.
  10. ის რომ მახინჯი მეძავებიც არსებობენ, ძალიან კარგად ხსნის კაცის და თავისუფალი ბაზრის არსს.
  11. ცნობილი და წარმატებული ადამიანების უმეტესობას უნივერსიტეტიც კი არ  აქვს დამთავრებული და როგორ უნდა მიმართო სერიოზული შეკითხვით?
  12. ქვის ხანის ადამიანი თუ დაეშვება ფიზიკური ანგარიშსწორების დონეზე. მე მორალურ შეურაცხყოფას ვარჩევ, სულიერად გატეხვას და და იმედების წართმევას.
  13. ჩემი საყვარელი მომენტი: როცა ვიღაც საკუთარ სელფს აქვეყნებს და არავინ ულაიქებს.
  14. როცა მეკითხებიან: ერთი წუთით გცალია? ვიცი რომ დავკარგავ იმ ნახევარ საათს, რომელსაც ვერასოდეს დავუბრუნებ.
  15. თანამოსაუბრის გამოსვლის მოსმენის ნახევარი მიდის იმაზე ფიქრში, როდის მოვა შენი რიგი და ნახევარი იმის გახსენებაზე, რომ ყოველ 10 წამში გამომეტყველება უნდა შეცვალო.
  16. თუკი კარგი მეტაბოლიზმი გაქვთ, თავზე თმა და კარგი სამსახური არ დაქორწინდეთ. 10 წელი მოიცადეთ და მერე გააკეთეთ არჩევანი.
  17. ტატუ ჩემი სტილი არ არის, ლამბორჯინზე წებოვან აპლიკაციებს ხომ არავინ აკრავს
  18. მალე გაიგებ რომ დუმილი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ჯანდაბაში გასაგზავნად
  19. როდესაც შენს ამბებს მიყვები, ვფიქრობ, რა მოკლედ შეიძლებოდა მათი მოყოლა
  20. როდესაც მეუბნებიან ,,აუცილებლად უნდა შევხვდეთ როგორმე”, ვპასუხობ: ,,რა თქმა უნდა, დაგირეკავთ!” . ეს არის ტყუილი ტყუილის წილ.
  21. ღარიბები მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობენ, როგორც ჩანს მათი დრო ძვირად ფასობს
  22. სტატისტიკურად, არავითარი საფუძველი არ გაქვთ იდარდოთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება მისი ყოფილი ცოლის დედა
  23. იმ ადამიანების 98 %-ს, რომელიც მანდელას სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელებში წერდა, მის ცხოვრებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
  24. მეგობარმა გოგომ მკითხა, რას ვიზამდი, თუ 10 მილიონი მექნებოდა, ვუპასუხე: გკითხავდი სხვა გოგოები სად არიან-მეთქი.
  25. აიფონის ჩასადები არ მჭირდება, უპასუხისმგებლო ვარ თუ მათხოვარი?
  26. სირიასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის უფლება რომ ჰქონდეს, ადამიანს რუკაზე მაინც უნდა შეეძლოს მისი ჩვენება.
  27. რა სამწუხაროა რომ სისულელე მის მფლობელს ტკივილს არ აყენებს.
  28. ყვავილები და ბოდიში უფრო ადვილია ვიდრე საკუთარ თავში რამის შეცვლა
  29. ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებაშიც კი მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს.
  30. შენ რა სოც ქსელში არ ხარ? და როგორ გიპოვიან თანაკლესელები? დაე, გუგლში მეძებონ.
  31. თუკი ერთ რამეში უნდა იყო პროფესიონალი, სჯობს პროფესიონალი მატყუარა გახდე. ამ შემთხვევაში ყველაფერში პროფესიონალი იქნები.
  32. თუკი სამსახურიდან გამიშვებენ საშუალება მომეცემა ცოლის ერთგულება გადავამოწმო, თუ დამაწინაურებენ – ჩემი.
  33. ,,ცუდი ადამიანი არაა, როცა ახლოს გაიცნობ” – ეს ნაძირალა ტიპის ყველაზე გენიალური დახასიათებაა.
  34. რატომ უნდა დავქორწინდე? ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩემი ქონების ნახევარი ჩავიდე ფსონად იმაზე, რომ მუდამ მეყვარება.
  35. არცერთი გოგო არაა ისეთი ბედნიერი, როგორიც ფეისბუქზე ჩანს, ისეთი სექსუალური როგორსაც ინსტაგრამზე ვხედავთ და ისეთი გონებამახვილი, როგორადაც ტვიტერზე გვევლინება.
  36. როგორც საზოაგადოება ისეთი ჭკვიანი ვართ, როგორც არასდროს, უბრალოდ ტექნოლოგიებმა გაუნათლებელ მასებს მისცა ხმის ამოღების საშუალება.
  37. იყო დრო, როდესაც შეუფერებელ ადამიანებს ქვეყნიდან აძევებდნენ და კუნძულებზე ასახლებდნენ, ახლა ჩვენ გვიწევს წასვლა და კუნძულის ყიდვა მათგან შორს რომ დავიჭიროთ თავი.
  38. ყველაზე წარმატებულ და ყველაზე წარუმატებელ ადამიანებს საერთო ერთი აქვთ – ორივე მათგანი ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება.
  39. ასწავლე ადამიანს თევზის დაჭერა და ის ხმას არჩევნებში მაინც იმას მისცემს, ვინ თევზის მიცემას დაჰპირდება.
  40. დარვინს მხედველობაში არ მიუღია ამგვარი გადანაწილება:  ჭკვიანებს ნაკლები შვილი ჰყავთ, ვიდრე სულელებს.
  41. კატები ჭეშმარიტი ლიბერტანიანელები არიან, მთლიანად სხვებზე არიან დამოკიდებულნი და მაინც დარწმუნებულნი არიან დამოუკიდებლობაში.
  42. ნიჭი ერთადერთი ბარიერია, რომელიც ადამიანების უმრავლესობასა და მათ ოცნებებს შორის დგას.
  43. აკეთე საქმე, რომელიც გიყვარს – მშვენიერი რჩევაა მათთვის, ვისაც თვეში 1000 დოლარი აკმაყოფილებს.
  44. არ აქვს მნიშვნელობა ლომი იქნები თუ ქურციკი, მაინც ყველაზე სწრაფ ქურციკზე სწრაფი უნდა იყო.
  45. თუკი მისი პირველი ტელეფონი აიფონი იყო, ზედმეტად ახალგაზრდა ყოფილა შენთვის, ძმაო.
  46. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მორცხვი, წყნარი და მოსაწყენი ვარ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რომ უბრალოდ გულზე არ მეხატებიან.
  47. შენს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტები ისაა, რომელთა შესახებ საუბარსაც ვერავისთან შეძლებ
  48. ურთიერთობები აიწონა-დაიწონას თამაშს გავს. თუკი ერთ-ერთს მოსწყინდა ან ზედმეტი წონა აქვს, მხიარულება არ იქნება.
  49. ადამიანების უმრავლესობისთვის თავისუფლება ვიღაცის ფულის რაღაც ნაწილთან ასოცირდება.
  50. ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, ფულით უბრალოდ მოაგვარებ იმ პრობლემების 95 %-ს, რომლებიც უბედურად გვაქცევენ.

What do you think?

8 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 10

კარგი შეფასება: 9

კარგი შეფასების პროცენტულობა: 90.000000%

ცუდი შეფასება: 1

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 10.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესის 10 გამონათქვამი, რომელიც იმედით აგავსებთ

ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია

20 ფაქტი, რომელთა შესახებაც შეიძლება არაფერი იცოდით