კატ: ,

სტენდალის სინდრომი

ნამდვილი სახელი: ანრი მარი ბეილი — ფრანგი მწერალი

ფრანგი მწერალი სტენდალი 1817 წელს ფლორენციას ესტუმრა. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

“როცა მე სანტა-კროჩეს ეკლესიიდან გამოვდიოდი ჩემმა გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა, მე მეჩვენებოდა რომ ცხოვრების წყარო ამოიწურა, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა… მე მივდიოდი და მეგონა რომ მალე უგონოდ დავეცემოდი”.

ხელოვნების შედევრებს არა მხოლოდ სტენდალზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე შეუძლიათ მსგავსი ეფექტის მოხდენა. ამ ფენომენს სტენდალის სინდრომი ეწოდება. სინდრომს კი ასეთი გამოვლინება აქვს: როცა ადამიანი რამე მშვენიერს ხედავს სულერთია ნახატს, ფრესკას, ქანდაკებას თუ მშვენიერ ქალს, მას უხშირდება გულისცემა და ეწყება თავბრუსხვევა. არც თუ ისე იშვიათად განცდები იმდენად ძლიერია, ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და ცდილობს ამ სილამაზის განადგურებას, რომ მისი ნახვა სხვამ ვერავინ მოახერხოს.

რას ფიქრობთ?

29 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...