კატ: , ,

სიკვდილის შემდეგ შესრულებული პირობა

1336 წელს ლუდვიგ ბავარიელმა სიკვდილი მიუსაჯა დიც ფონ შაუმბურგსა და მის ოთხ თანამოაზრეს. მათ ბრალი ედებოდათ ლუდვიგის წინააღმდეგ აჯანყებაში. დამნაშავეებისთვის თავი უნდა მოეკვეთათ, პირველი რა თქმა უნდა დიცი უნდა დასჯილიყო როგორც აჯანყების მეთაური. სიკვდილით დასჯის წინ დიცს უკანასკნელი სურვილის თქმის უფლება მისცეს. დიცმა მეფეს სთხოვა, მისი თანამოაზრეებისა და მეგობრების შეწყალება. მონარქმა უარი თქვა დამნაშავეების შეწყალებაზე. მაშინ დიცმა სრულიად უჩვეულო რამ შესთავაზა მეფეს. დიცმა მონარქს სთხოვა მისი მეგობრები ერთ რიგად დაეყენებინა და თუ დიცი უკვე თავმოკვეთილი შეძლებდა მათ წინ გავლას, ისინი გაეთავისუფლებინა. მეფემ დიცის სიტყვები სისულელედ ჩათვალა და ასეთ პირობას დათანხმდა. დიცმა თავისი თანამოაზრენი ისე დააყენა რომ, სიკვდილით დასჯის შემდეგ თავმოკვეთილს სულ 32 მეტრი უნდა გაევლო მეგობრების გადასარჩენად. თავისი მეგობრების დაყენების შემდეგ ის ჯალათს მიუახლოვდა მის წინ დაიჩოქა და მოემზადა სიკვდილისთვის. ჯალათმა დიცს ერთი დარტყმით მოჰკვეთა თავი, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორ გაოცდებოდნენ მაყურებლები, როცა დიცის სხეული დაცემის ნაცვლად ფეხზე წამოდგა და მისი მეგობრების წინ ჩაიარა. როცა ის უკანასკნელ თანამოაზრეს გაცდა, მუხლებზე დადგა და დაეცა. მეფემ დიცის თანამოაზრეები გაათავისუფლა და წარმოთქვა: “ღირსება სიკვდილზე მაღლა დგას”.

რას ფიქრობთ?

11 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

იტვირთება...