განა ყოფილა აქამდე ან ამის შემდეგ ქართველი ერი ასე ერთიანი? განა შეკრებილა აქამდე ან ამის შემდეგ ქართველი ერი უფრო დიადი და ღირსეული იდეით გულანთებული? არა მეგობრებო არ ყოფილა, არც 9 აპრილამდე და არც მას შემდეგ. ეს იდეა ყველასგან განსხვავებული იყო, მათ არ აწუხებდათ არც შიმშილი და არც სიღარიბე, არაფერი არ აწუხებდათ, ისევე როგორც გამძღარ საქონელს არ აწუხებს არაფერი, სწორედ მაშინ გამოავლინა ქართველმა ერმა ის სიდიადე, მან ყველას დაანახა რომ არ არის საქონელი, არ არის მონა. იდგა თავისუფლების წყურვილით გულანთებულნი, შეურაცხყოფილი ერი რომელსაც ღირსების აღდგენა სურდა. უსმენდა ორი დიადი ადამიანის, ზვიადის და მერაბის მოწოდებებს და გრძნობდა, რომ ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა. ვიცი ამ ფაქტს მომავალში ინტელექტუალის და ჰუმანისტის ნიღაბს ამოფარებული ნაძირალები შეცდომად შეაფასებენ, ისინი იტყვიან რომ ქართველ ერს სხვანაირადაც შეეძლო თავისუფლების მოპოვება მაგრამ არ შეცდეთ. ჩვენ არ ვართ არც ბალტიისპირელები და არც სლავები, რომ ასე უბრალოდ დაგვევიწყებინა შეურაცხყოფები, ჩვენი წარსულის სიბინძურე სწორედ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა ჩამორეცხა. მართალი იყო თომას ჯეფერსონი როცა თქვა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო პატრიოტების და ტირანების სისხლით უნდა მოირწყას. ჩვენი თავისუფლების ხის ფესვებს ტირანების სისხლი არასდროს შეხებია და სწორედ ამიტომ დავრჩით მონებად. 1993 წლის შემდეგ საქართველოს მხოლოდ უცხო ქვეყნების მსახურები მართავდნენ და ჩვენ მათი სისხლის დაღვრის ნაცვლად თავი დავხარეთ. დავემონეთ მტარვალებს და ოცდაათ ვერცხლად გავყიდეთ ღირსება.

წყარო: იდეა

What do you think?

1 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 1

კარგი შეფასება: 1

კარგი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

დრაკონი

თანამედროვე ზღაპარი

ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერის სამხედრო გზა