in ,

10 საინტერესო ფაქტი საქართველოს შესახებ

1. ჭიათურა გახლდათ ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი.

2. სოფელი ბოჭორნა ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში, ის ზღვის დონიდან 2,345 მეტრზე მდებარეობს (სოფელი უშგული, ზღვის დონიდან: 2 300მ. სოფელი რესი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2 400 მეტრი ზღვის დონიდან, სამწუხაროდ ეს სოფელი ამ დროისთვის დაცლილია)

3. ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო – როსტომ რაზმაძე.

4. საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც არ ყოფილა ანტისემეტიზმი, ვიცით, რომ ებრაელებს უძველესი დროიდან მოყოლებული თითქმის ყველა ქვეყანაში ემტერებოდნენ, საქართველო კი გამონაკლიასია ამ კუთხით. ისინი აქ 2600 წელზე მეტია ცხოვრობდნენ.

5. სამების საკათედრო ტაძარი სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-მოსკოვში და ისააკის ტაძარი-სანკტ-პეტერბურგში, ასწრებს.

6. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი.

7. მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი ტრაქტორი საქართველოში დამზადდა 1963 წელს.მას “Сакартвело” ჰქვია.

8. მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს მუშტაიდის ბაღში ამოქმედდა.

9. თითქმის ყველა ქართველმა იცის, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა.

10. მრავალი მკვლევარის ვარაუდით სიტყვა ღვინო მთელს მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა, ფუძეს თითქმის ყველა ენაში მსგავსი ძირი აქვს: Οíνος, vinum, gini, Wein, Wine, вино

თქვენც შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი პოსტი. შექმენით!

What do you think?

325 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 355

კარგი შეფასება: 340

კარგი შეფასების პროცენტულობა: 95.774648%

ცუდი შეფასება: 15

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 4.225352%

3 Comments

Leave a Reply
  1. საიდან მოიტანეთ როსტომ რაზმაძე.?????? ნაპოლეონის პირადი მცველი იყო თბილისში დაბადებული სომეხი. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე დაწერა თავის მოგონებებში.

  2. თბილისში დაბადებული იქნებოდა აბა ერევანში ხო არ დაიბადებოდა ?! ))))
    საბაგირო გზები, საბავშო რკინიგზა და ჩაის საკრეფი მანქანა კუმუნისტებმა გააკეთეს არა ?! აბა კაპიტალისტი ღორები ხომ არ გააკეთებდნენ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

მოკალათდით, თქვენი პრობლემები მოგვარდება

სოლომონ აში

ადამიანის მასაზე დამოკიდებულება