in ,

ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის შესახებ

ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე, ჟან პიერ ჟან გალუა

„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“ და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,
გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“ 

What do you think?

69 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 95

კარგი შეფასება: 82

კარგი შეფასების პროცენტულობა: 86.315789%

ცუდი შეფასება: 13

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 13.684211%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

დიდგორის ველი

დავით აღმაშენებლის სიტყვა დიდგორის ბრძოლის წინ

ტერმინების ახსნა ოჯახური მაგალითის გამოყენებით