კატ: , ,

ყველაზე ცნობილი სიტყვები, რომელიც სიკვდილის წინ წარმოუთქვამთ

1. ოსკარ უაილდი კვდებოდა ოთახში, რომელშიც უგემოვნო ფერები იყო. მოახლოვებულმა სიკვდილმა არ შეცვალა მისი შეხედულება ცხოვრებაზე.
“მომაკვდავო შეფერილობავ! ჩვენგან ერთ-ერთს წასვლა მოუწევს.” ამ სიტყვების შემდეგ უაილდი წავიდა…

2. გილიოტინისკენ მიმავალმა დედოფალმა მარია ანტუანეტამ მიმართა ჯალათს, როდესაც მას შემთხვევით ფეხი დაადგა: “მომიტევეთ მისიე, მე ეს გამიზნულად არ ჩამიდენია”

3. რუსეთის იმპერატორმა, ელისაბეთ პეტრეს ასულმა საკმაოდ გააკვირვა ექიმები, როდესაც სიკვდილამდე ნახევარი წუთით ადრე მკაცრად იკითხა: “მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ?!”

4. ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო’ნილი: “ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! დავიბადე სასტუმროში და ეშმაკმაც დალახვროს სასტუმროშივე ვკვდები!

5. ლეგენდარული შპიონი-მოცეკვავე მატა ჰარი დახვრეტის წინ ჯალათებს ჰაეროვან კოცნას უგზავნის: “ბიჭებო, მე მზად ვარ…” სხვადასხვა წყაროების ცნობით, ერთერთმა ჯალათმა სროლა ვერ გაბედა და გული წაუვიდა.

6. ინგლისელი მწერალი სომერესტ მოემი: “სიკვდილის პროცესი – მოწყენილი და უღიმღამო საქმეა. ჩემი რჩევა იქნება – არასდროს დაკავდეთ ამით.”

7. ამერიკელი დრამატურგი უილიამ საროიანი: “ყველას უწერია სიკვდილი, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?”

8. ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი, საექიმო ჩვევის მიხედვით პულსს ისინჯავდა. “პულსი გაქრა.” – წარმოთქვა მან.

9. ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ლიტონ სტრეიჩი: “თუ ეს სიკვდილია, მე მისგან ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული.”

10. რუსი მწერალი მიხეილ სალტიკოვ-შედრინი შეხვდა სიკვდილს შემდეგი შეკითხვით: “ეს შენ ხარ, ჭკუანაკლულო?!”

11. ოთარ ჭილაძემ საავადმყოფოში, უკანასკნელ ჟამს მოკრებილი უკანასკნელი ძალით სამი სიტყვა უთხრა თავზე მდგომ დას: “ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ…”
ეს იყო 2009 წელს და ეს იყო უკანასკნელი სიტყვები…

12. “მაინც მაჯობე ნაზარეველო” – ფრიდრიხ ნიცშე.

13. “გააჩერეთ საათი, იგი მე წუთებს მითვლის” – კარდინალი რიშელიე.

14. “როგორი დიდებული მსახიობი ვკვდები” – ნერონი.

15. “მე უკვე შევასრულე ჩემი როლი ამ ცხოვრების კომედიაში” – ოქტავიანე ავგუსტუსი.

16. ჯორდანო ბრუნო-იტალიელი ფილოსოფოსი, მისი ბოლო სიტყვები იყო: “დამწვათ არ ნიშნავს რომ ვუარყო”.

17. ვლადიმერ ლენინი, რუსი პოლიტიკური მოღვაწე, ათეისტი და ბოლშევიკთა პარტიის დამაარსებელი. სიკვდილის წინ შენდობას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს.

18. პეტრე პირველი, რუსეთის იმპერატორი, სიკვდილის წინ ფურცელი და კალამი ითხოვა და მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: “ყველაფერი მიეცით”…

19. თომას მორი-ინგლისელი მოაზროვნე და მწერალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, ჯალათს ეუბნებოდა: “კისერი მოკლე მაქვს, ამიტომ კარგად დაუმიზნე”. წვერი გადაიწია და თქვა: “ამასაც ხომ არ მიუძღვის ბრალი სახელმწიფო ღალატში”.

20. “არ გაბედოთ და ღმერთს არ სთხოვოთ ჩემი დახმარება”-მიმართა მოახლეს ჯოან კროუფორდმა, როდესაც ამ უკანასკნელმა მისთვის ლოცვის კითხვა დაიწყო.

21. “ხვალ მე აქ აღარ ვიქნები” – ნოსტრადამუსი.

22. “ტაში მეგობრებო, კომედია დასრულებულია” – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

23. “ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს” – ედგარ ალან პო.

24. “მოიცადეთ მოვაგვარო ჩემი პრობლემები” -არქიმედე.

25. ჩარლზ ჩაპლინი – როდესაც ამ გენიოსს მღვდელმა ჰკითხა: “როგორ ფიქრობთ, ღმერთი მიიბარებს თქვენს სულს?” მან უპასუხა: “რატომაც არა, ის ხომ მაინც მისი საკუთრებაა”.

26. “კმარა შემეშვით, უკანასკნელი სიტყვები იმ სულელებისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ არაფერი უთქვამთ” – კარლ მარქსი.

27. “ღამე მშვიდობის” – ჯორჯ ბაირონი.

წყარო: იდეა

რას ფიქრობთ?

5 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 13

Upvotes: 9

Upvotes percentage: 69.230769%

Downvotes: 4

Downvotes percentage: 30.769231%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.