კატ: , ,

სიმამაცე – ისიკავა გოემონი

1594 წლის 8 ოქტომბერს კიოტოში სიკვდილით დასაჯეს ლეგენდარული ნინძა, ისიკავა გოემონი. მასზე მრავალი ლეგენდა დადიოდა, თითქოს ის მხოლოდ მდიდრებს კლავდა და ძარცვავდა, ფულს კი მონასტრებს და მშივრებს ურიგებდა. ამბობდნენ, რომ მარტოს შეეძლო მთელი არმიის დამარცხება.

ლეგენდები ლეგენდებად დარჩა, ისიკავას კი მის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი. ისიკავა და მისი ვაჟი ცოცხლად უნდა მოეხარშათ ქვაბში, ასეთი სასტიკი სასჯელი კი ყველა ნინძასთვის სამაგალითო უნდა გამხდარიყო.

როცა სიკვდილმისჯილები მდუღარე წყალში ჩაყარეს, ისიკავამ მისი ვაჟი ჰაერში ასწია და მიუხედავად არაამქვეყნიური ტკივილისა იქამდე ეჭირა, სანამ არ გარდაიცვალა. ისიკავას სიმამაცემ ჯალათებზეც კი იმოქმედა და მისი ვაჟი შეიწყალეს.

რას ფიქრობთ?

0 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%