კატ: ,

სიკვდილს ასე, მხოლოდ ერთეულები ხვდებიან

1993 წლის 27 სექტემბერს, გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, ყაბარდოელებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭო აიღეს, რომელსაც ქართველთა საკმაოდ მცირე ძალები იცავდნენ. შენობის აღების შემდეგ, უმოწყალოდ სცემეს და დახვრიტეს ჟიული შარტავა და მისი უახლოესი გარემოცვა, რომლებმაც უარი თქვეს სოხუმის დატოვებაზე.

ქართველი მამულიშვილების დახვრეტამდე, სეპარატისტებმა ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ასახულია ეს მოვლენები.
ერთ-ერთ ეპიზოდში, ყაბარდოელი მებრძოლი, მიმართავს სოხუმის მერს, გურამ გაბესკირიას და ეუბნება მას: “დაიჩოქე” (На коленях!)
რაზეც გურამ გაბესკირია პასუხობს: “არასოდეს ცხოვრებაში!” (Никогда в жизни!).
ამ ვიდეოზე სწორედ ეს ეპიზოდია ასახული.

ალბათ, სიკვდილს ასე მხოლოდ ერთეულები იღებენ, ასეთად უნდა დაიბადო.
გვახსოვდეს ჩვენი გმირები!

წყარო: იდეა

რას ფიქრობთ?

54 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.