საქართველოს ბედი

ნაწყვეტი გოჩა მანველიძის რომანიდან “სარანგი”

ჩვენი ქვყანა გარადიქმნება ორი სამყაროს შეტაკების პოლიგონად. ხომ გსმენია – აქლემების ჩხუბში – კოზაკი გაიჭყლიტაო, სწორედ ასეთი რამ გვემუქრაბა ჩვენ. მით უმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც ორმაგი აგენტებით დაკომპლექტდება. ადამიანებით რომლებიც ადრე საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და შემდეგ დასავლეთის დაზვერვას მიეყიდნენ, ადამიანებით რომელთათვისაც სიტყვა “წმინდა”, ლენინის ან ვაშინგტონის გამოსახულებიან ბანკნოტებთან წყდება. არსებობს მეორე საშიშროებაც.

დასავლეთი ქართველთა უმრავლესობისთვის “პეპსი-კოლასთან” და “ლევისთან” ასოცირდება. სხვა არაფერი იციან მის შესახებ. ის კი მრავალი მანკიერების მატარებელია,რომელიც ახლო მომავალში ნიავრად იხუვლებს წითელკედელმორღვეულ საქართველოში.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი დოქტრინა ბრძანებს: “სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მყოფ ქვეყნებს ეროვნული პროგრამირების რეალიზაციაში დახმარება არ გაეწევა”! დასავლეთს არ სჭირდება ეროვნულ ნიადაგზე მდგომი მოკავშირე. ასეთი სახელმწიფო დასავლეთის ინტერესებს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. მას სჭირდება გამოფიტული ერი, რომელიც მის სასარგებლოდ უყოყმანოდ გაიღებს თავისი შვილების სიცოცხლეს და მომავალს. მას სჭირდება ხელკეტად ქცეული საქართველო, რომლიტაც რუსებს ჩასცხებს თავში, და რომლითაც მოიგერიებს რუსეთის საპასუხო დარტყმას.ყველა ჯოხი საქართველოზე უფრო სწორად რიგით ქართველზე გადატყდება!!!

თავად ხელისუფლება ცივ ნიავსაც კი არ მიიკარებს. მთელი მისი ძალისხმევა მხოლოდ ერთისკენ იქნება მიმართული – ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ, თუნდაც საქართველოს ინტერესების ღალატის ფასად!…

საბოლოოდ, დაკონკილ ქართულ ჩოხაში, ფრანგულ გეტრებში და ესპანურ ჟაბოში გამოწყობილი საქართველო საკუთარ სუფრასთან კუთხეში მიგდებული აღმოჩნდება და მორჩილად დაელოდება ნასუფრალს – სემის, ჰანსის, და რიშარის მიერ გამოხრულ და დადორბლილ ძვალს!…

რამაზმა ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, თან დაჟინებული ცასცქეროდა ზვიადს თვალებში.- ასე ასე იქნება თუ ჩვენ დღესვე არ დავიკავებთ საჭირო პოზიციას. შენ იცი მე არ მიზიდავს ურაპატრიოტიზმი , მაგრამ ყოველი წამოწყება ბოლომდე მიმყავს. მე ვთვლი რომ საქართველოს არ სჭირდება რუსულ-ამერიკული მაჩვენებლები.შიდა რესურსების უნარიანად გადანაწილების სემთხვევაში საქართველო შეძლებს ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მაგრამ ამისთვის ქვეყანას დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები უნდა მართვადნენ და არა კისერძე საბელშებმული ფინიები.

გოჩა მანველიძე, “სარანგი” – 2003 წელი

მოგეწონათ?

0 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

კარგი შეფასება: 0

კარგი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.