in , ,

რომის ლაციო

საფეხბურთო კლუბი ლაციო — იტალიის საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 1900 წლის 9 იანვარს რომში

23 ოქტომბერი, უნგრეთის აჯანყების დღე. იკითხავთ ალბათ რა კავშირშია ეს მოვლენა ლაციოს ფანებთან და სანამ მოგიყვებით ამის შესახებ, მანამდე მინდა მიცრე შესავალი გავაკეთო.

ყველასთვის ცნობილია, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია. საფეხბურთო გუნდები იყოფიან “მემარჯვენე” და “მემარცხენე” კატეგორიებად ფანებში გავრცელებული პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით (გვხვდებიან ისეთი კლუბებიც, სადაც ორივე მიმართულების “ფირმები” არსებობს).
თავის დროზე ბენიტო მუსოლინი უდიდესი ენთუზიაზმით ცდილობდა იტალიის ჩემპიონატის, სერია A-ს განვითარებას, რაც მას გამოუვიდა კიდეც. მისი ერთ-ერთი საყვარელი გუნდი სწორედ რომის ლაციო იყო. რომში არსებულმა სამმა საფეხბურთო კლუბმა გადაწყვიტა გაერთიანე ბა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი “რომა“, რომელიც იმ დღიდანვე ითვლება ლაციოს დაუძინებელ მტრად. თითქმის მთლიანი რომის ტერიტორიაზე ცხოვრობენ “რომას” ფანები, ხოლო ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ ლაციოს ფანები, შესაბამისად “რომას” ფანების რაოდენობა გაცილებით მეტია ქალაქში.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ნეონაცისტი და ფაშისტი ფანები რომის ლაციოს ჰყავს. ისინი არ ერიდებიან ნაციონალ-სოციალისტური და ფაშისტური სიმბოლოების გამოფენას ტრიბუნებზე, “ისვრიან” რომაულ მისალმებას, მღერიან ფაშისტურ სიმღერებს, უფსტვენენ და დასცინიან შავკანიან ფეხბურთელებს და ა.შ. ფანები პირდაპირ ერევიან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში. ფანების შეხედულებების გამო უამრავმა შავკანიანმა მოთამაშემ თქვა უარი ლაციოში გადასვლაზე, მათ შორის იყო ლილიან ტურამი. ერთ-ერთ ბრიტანულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს, ლაციოს ცნობილმა ფანმა, ფაბრიციომ განაცხადა: “მე და აქ მყოფ ყველა ლაციოს ფანს, გვაწუხებს ის, რაც მოსდის დიად იტალიელ ერს. ჩვენი ერი სწრაფად იცვლება, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სახეს და სულს. სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ შემოედინება უკონტროლოდ ჩვენს ქვეყანაში მილიონობით მიგრანტი, სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იღრევა ჩვენი ერი სხვა რასებთან, როგორც ეს ინგლისში ხდება”. 
ლაციოს ფანები არასდროს ერიდებოდნენ შეტაკებებს სხვა ფანებთან, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ისინი გამარჯვებულები გამოდიან. იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მემარცხენე და ანტიფაშისტ ფანებს ყველაზე მეტად სწორედ ლაციოს ფანები ეზიზღებათ და მათ აქვთ კიდეც ამის მიზეზი – ლაციოს ფანებმა ისინი ბევრჯერ შეარცხვინეს.
რა თქმა უნდა ლაციოს ფანებში 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე პოპულარულია ანტიკომუნისტური შეხედულებები. ანტიკომუნისტური როკი ლაციოს ფანების საყვარელი მუსიკალური ჟანრია. მათი ყველაზე ცნობილი სიმღერა – Avanti ragazzi di Buda ეძღვნება ბუდაპეშტის აჯანყების დროს დაცემულ უნგრელებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოხვდა. უნგრელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უნგრეთის სათავეში დასვეს საბჭოთა მარიონეტი. კომუნისტურმა პარტიამ სტალინური რეპრესიები გაატარა ქვეყანაში, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. სწორედ ამან გამოიწვია უნგრელი ხალხის პროტესტი. 1956 წლის 23 ოქტომბერს 200 ათასი უნგრელი გამოვიდა ბუდაპეშტის ქუჩებში. საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა დემონსტრაციის სისხლში ჩახშობა, შედეგად დაიღუპა 2652 უნგრელი და 700 საბჭოთა ჯარისკაცი, 20000 უნგრელი დაიჭრა. უნგრელები ვაჟკაცურად ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას და საბჭოთა სამხედრო მანქანის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ და მათ შეძლეს კიდეც რამდენიმე ტანკის მწყობრიან გამოყვანა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, რის შედეგადაც დახვრიტეს ათობით ათასი ადამიანი. თუმცა ამან კიდევ უფრო დიდი მუხტი მისცა უნგრულ წინააღმდეგობას. სწორედ ამ მოვლენებს უმღერიან ლაციოს ფანები. ყველაზე ხშირად სიმღერას ასრულებენ ტრადიციულად მემარცხენე კლუბებთან შეხვედრის დროს, როგორიც არის “მილანი”, “ატალანტა”, “ლივორნო”, “პერუჯა”.
სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს:

აჯანყდი ბუდას ახალგაზრდობავ,
აჯანყდი პეშტის ახალგაზრდობავ,
სტუდენტებო, გლეხებო, მუშებო
მზე აღარასდროს ამოვა აღმოსავლეთდან

ჩვენ 100 დღე ვბობოქრობდით
ვოცნებობთიდ თვეობით
ოქტომბრის ამ დღეებზე
აღსდექ უნგრეთის ახალგაზრდობავ

მე მახსოვხარ შენ მოედანზე
შაშხანით ხელში
მე კი სასკოლო რვეულებს შორის
პისტოლეტი მქონდა დამალული

ჩვენი გამარჯვების
ექვსი დღე და ექვსი ღამე
მეშვიდე დღეს კი
მოვიდნენ რუსული ტანკები

ტანკები ამტვრევდნენ ჩვენს ძვლებს
არავინ დაგვეხმარა
მსოფლიო იდგა ქვესკნელის წინ
და გულგრილად უყურებდა ამ სანახაობას

ჩემი მეგობარი გოგო არ ეტყვის დედაჩემს
რომ მე მოვკვდი ამ ღამეს
ის ეტყვის, რომ მე გავიხიზნე მთებში
და დავბრუნდები როდესაც გაზაფხული მოვა

მტერი მოჰყვება ჩვენს კვალს
ჩვენი რევოლუცია მოკვდა
ჩვენი თავისუფლება მოკვდა
მსოფლიოს ღირსება მოკვდა

მაგრამ ჩვენი ძმები ისევ აიღებენ იარაღს
დაბრუნდებიან, ჩვენი სამარშო სიმღერებით
ამ დღეს ჩვენ ისევ ჩავდგებით მათ რიგებში
ჩამოვალთ მთებიდან

აჯანყდი ბუდას ახალგაზრდობავ!
აჯანყდი პეშტის ახალგაზრდობავ!

ანკარა წყარო: იდეა

What do you think?

0 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

კარგი შეფასება: 0

კარგი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

სანამ ჯადოქრობა დაიწერებოდა