რატომ არ გამოიყენება ფანქარი საწერ საშუალებად კოსმოსში?

წარწერა სურათზე: “როდესაც ნასა პირველად გზავნიდა ასტრონავტებს კოსმოსში, ისინი მიხვდნენ, რომ უწონადობაში ჩვეულებრივი (ბურთულიანი) კალამი არ გამოდგებოდა.

მილიონი დოლარის ინვესტიციამ და 2 წლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და შექმნეს კალამი, რომელსაც უწონადობის პირობებშე შეეძლო დაეწერა თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე, ისე, რომ ტემპერატურა შეიძლება 0-დან 300° გრადუს ცელსიუსამდე ყოფილიყო.

როდესაც რუსებიც წააწყდნენ მსგავს პრობლმას, მათ უბრალოდ კალმის მაგივრად ფანქარი გამოიყენეს

  • მაინც რატომ არ შეიძლება ფანქრის გამოყენება კოსმოსურ სადგურებში?

NASA თავის პირველი მისიის დროს იყენებდა ფანქარს კალმის ალტერნატივად. როგორც ვიცით ფანქარი დამზადებულია გრაფიტისგან, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამტარუნარიანობით, ამიტომ უწონადობის პირობებში ფანქრის პატარა ნატეხიც, რომელიც წერის დროს შეიძლება გაჩნდეს, პრობლემა იყო მთლიანად კოსმოსური სადგურისთვის, ეს ნატეხი შეიძლება შეეწოვა სავენტილაციო სისტემას ან სხვა ელექტრო დანაგრას რის შედეგადაც გაჩნდებოდა ცეცხლი.

მას შემდეგ რაც Apollo 1-ის მისიის დროს მსგავსმა პრობლემამ გამოიწვია სადგურზე ცეცხლის გაჩენა, ყველა ასტრონავტი დაიღუპა.

გადავხედოთ ისტორიას:

პროექტ Gemini-ს დროს, 1965 წელს, ნასამ შეუკვეთა მექანიკური ფანქრები Tycam Engineering Manufacturing კორპორაციას. სულ შეიძინეს 34 ფანქარი და ჯამში გადაიხადეს $4,382.50 ანუ  $128.89 თითოში. ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში, რომ ნასა ფულს ფლანგავს, ამის გამო უკან დააბრუნეს ყველა ფანქარი და ასტრონავტები აღჭურვეს ნაკლებად ძვირი საწერი საშუალებით.

ამ პერიოდში Paul C. Fisher-ი მუშაობდა ახალ კალამზე, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა გარემო სიტუაციებში თავის საქმე შეესრულებინა, მან შექმნა ჰერმეტულად დახურული მელნის კარტრიჯი, რომელსაც შეეძლო წარმატებით ემუშავა, როგორც უწონადობის პირობებში ასევე წყალში და სხვადასხვა სითხეებში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების პირობებშიც კი, რადგან Fisher-მა ეს ნაწარმი თავისი კომპანიის დაფინანსებით გააკეთა და არა ნასას შეკვეთით, მან დააპატენტა ეს კალმები. შემდგომში კი შესთავაზა თითო კალამი 6 დოლარად ნასას, თავისი ახალი აპოლოს მისიის განხორციელებისთვის, რომელმაც თავდაპირველად კრახი განიცადა, სწორედ ფანქრის გამო.

ეს კალმები მომავალში რუსებმაც შეიძინეს.

მოგეწონათ?

1 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 1

კარგი შეფასება: 1

კარგი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

თქვენც შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი პოსტი. შექმენით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.