in ,

იულიუს ევოლა ტრადიციების შესახებ

“ძალაუფლება და იმპერია, როგორც ახალი ევროპული წესრიგის ელემენტი”

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ყველანაირი ტრადიცია, რომელიც კონკრეტულ ერს გააჩნია , უნდა მიეცეს დავიწყებას, ვინაიდან ტრადიციები ხელს უშლის ამ კონკრეტული ერის განვითარებას და მის გაერთიანებას უკვე “განვითარებულ” ერებთან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა ძალიან სუბიექტურია, ამ ადამიანების პირველ ჯგუფს გააჩნია სხვადასხვა სახის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნიდან ჭამენ, მოსვენებას არ აძლევენ, მთავარ პრობლემას კი ტრადიციებში ხედავენ, ხოლო მეორე ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებიც დაექვემდებარნენ გარკვეული სახის პროპაგანდას, ანტიეროვნულს და ანტიტრადიციულს. ამ ადამიანებს შინაგანად სძულთ ყველანაირი ტრადიცია, ეს ზიზღი იმდენად დიდია, რომ მათ გონებაში მათდაუნებლიედ ყალიბდება აზრი, რომ ტრადიციის დავიწყების გარეშე განვითარება შეუძლებელია. სასაცილოა, მაგრამ ეს ადამიანები უდიდეს თვითკმაყოფილებას გრძნობენ თავის ამ პოზიციაში და ხშირად საკუთარ თავს გრძნობენ როგორც “ბრბოსთან, უმრავლესობასთან მებრძოლებად, წამებულებად” და ცდილობენ, რომ სხვამაც ზუსტად ასე აღიქვას ისინი. უცნობია რატომ, მაგრამ ასეთი ადმიანების რაოდენობა დროის სვლასთან ერთად მატულობს. რა არის განვითარება მათთვის? რა არსის მატარებელია ეს სიტყვა? სავარაუდოდ ეს მათთვის უცნობია და ერთი ჩამოყალიბებული აზრი ამის შესახებ არ არსებობს.
იაპონელმა ხალხმა თითქმის ყველა უძველესი ტრადიცია შეინარჩუნა და როგორც ვატყობ ისინი არც შემდგომში აპირებენ, რომელიმე ტრადიციის მივიწყებას, მაგრამ განვითარების დონით იაპონია დღეს მოწინავე ადგილებზე დგას.
ერები ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ერთ-ერთი განსხვავება ერებს შორის სწორედ ტრადიციების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს, სწორედ ეს მრავალფეროვნება აღუძრავს ერთ ერს მეორის მიმართ ინტერესს.

წყარო: “1000 ფაქტი

What do you think?

17 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 17

კარგი შეფასება: 17

კარგი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

მარქსიზმი

დევიდ ლეინის ღია წერილი მკვდარ რასას

უილიამ პირსი

ამონარიდი უილიამ პირსის ლეგენდარული წიგნიდან