ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსის თათია დოლიძის სტატუსის შესახებ

ახალგაზრდა ქართველი “პოლიტიკოსი” თათია დოლიძე აქვეყნებს სტატუსს. მე თვითონ ვერ ვაანალიზებ როგორ უნდა გამოეხმაუროს ნორმალური ადამიანი ამ სტატუსს სერიოზულად, მაგრამ რადგან ამ სტატუსმა ტოტალური უკონტაქტო ორგაზმი გამოიწვია ჩვენი საზოგადოების “პროგრესული” ნაწილის რიგებში, ჩავთვალე საჭიროდ, რომ დამეწერა ეს პოსტი.
არადა ადრე, როდესაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ეს ადამიანი თავის რუს კოლეგას მიწასთან ასწორებს გაეროს სხდომაზე, ვიფიქრეთ, რომ როგორც იქნა გვეშველა ამ მიმართულებით და ჩვენც შევიტანეთ წვლილი ამ გამოსვლის გაპიარებაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე გვაქვს მორიგ სუპერპროგრესულ ენჯეოსთან, რომელიც ამაყობს იმით, რომ ის სწავლობდა სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში.
ახალგაზრდა “პოლიტიკოსის” სტატუსი ეხებოდა ქართულ მარშს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა აღმაშენებლის გამზირზე. რა თქმა უნდა ამ მარშის ორგანიზატორების ნაწილს წარმოადგენდნენ ისეთი პიროვნებები, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ საერთოდ ქართველობაზე არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია მათი რუსოფილური მოღვაწეობის გამო. თუმცა მარშის ძირითად ბრითვს წარმოადგენდა ქართველი ნაციონალისტების ნაწილი და უბრალო ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ხმამაღლა დაეფიქსირებინათ თავისი სამოქალაქო პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც ხდება ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში. ამ მარშამდე, ჩატარდა უამრავი მსგავსი აქცია, თუმცა არცერთი მათგანი არ გაუპიარებიათ. გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთი აქციის დროს 12 ახალგაზრდა ნაციონალისტი დაიჭირეს და მათ თურქული ბანერის დაზიანებისთვის 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ დღემდე(სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული). სხვათაშორის ქალბატონი თათიას მეგობარ არცერთ “უფლებადამცველ” ორგანიზაციას ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ ახალგაზრდების უსამართლო დაკავებასთან დაკავშირებით(ერთ-ერთი მათგანი უბრალოდ დროშის ხელში აღების გამო დააკავეს, რაც ვიდეომასალაზეც არის ასახული).
თუმცა ახალგაზრდა “პოლიტიკოსი” თავის სტატუსში აკრიტიკებს არა ზემოთხსენებულ გარემოებებს, რომელიც ეხება თუნდაც ორგანიზატორთა ერთი ნაწილის საეჭვოო რუსოფილურ და პირდაპირ მოღალატეობრივ მოღვაწეობას, არამედ უშუალოდ ქართულ მარშს, თვითონ ამ იდეას, რომელიც ტრადიციულად “ფაშისტურად” მოინათლა.
ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ სტატუსს, რომელიც თვალშისაცემად გაჟღენთილია პეროთი და ადამიანების ემოციებზე ბანალური და ათასჯერ გაცვეთილი ფრაზებით ზემოქმედების მცდელობით.
თათია გვაუწყებს, რომ ქართველთა ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს საზღვარგარეთ და მორჩა. წარმოგიდგენიათ? “პოლიტიკოსი” რომელიც იდეაში ქართულ ინტერესებს უნდა იცავდეს გვაუწყებს, რომ თურმე საზღვარგარეთ ქართველი არალეგალებიც არსებობენ და ეს მისი აზრით არის არგუმენტი.
შემდეგ თატია წერს, რომ ყოვლადგაცვეთილ ბანალურ ციტატას იმის შესახებ, რომ კრიმინალს არ აქვს ეროვნება და ამატებს: “კრიმინალს ძალიან ბევრი ქართველიც სჩადის”. (Logic lvl უსასრულობა)  რა გინდა რო იფიქრო ადამიანმა? ფაქტია, რომ აქ რაღაც სადო-მაზოხისტურ მენტალურ დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი, რიგითი ლიბერალების მსგავსად, ნებისმიერი სიშტერის გასაპრავებლად ტრადიციულად რთავს თემას: “ქართველები იგივეს არ აკეთებენ?”  ხო, აი ეს ადამიანია ახალგაზრდა ქართველი “პოლიტიკოსი”. არ გეგონოთ, რომ თათიამ არ იცის იმის შესახებ, რომ ქართველები კრიმინალის დონით ოცეულშიც კი არ შედიან ევროპაში და მათი კრიმინალური საქმიანობა ძირითადად მსუბუქი დანაშაულით შემოიფარგლება, უბრალოდ მეტი დრამატულობისთვის მათი ჩართვაც არის ხოლმე საჭირო. თათია არ გეტყვით იმას, თუ რომელი რასის ან ეროვნების წარმომადგენლები სჩადიან ძირითადად მძიმე დანაშაულს ევროპაში და აშშ-ში და თან დიდი რაოდენობით(მკვლელობა, გაუპატიურება, ნარკოტიკების გასაღება, პედოფილია). თათიამ ეს რომ თქვას ის რასისტი გამოვა!
შემდგომში თათია აგრძელებს და მოგვიწოდებს, რომ არ დავემორჩილოთ რუსულ პროპაგანდას, რომელიც უცხოელების დისკრედიტაციას ცდილობს, ვინაიდან აქ ჩამომსვლელი ნებისმიერი არაბი, თურქი, ირანელი, ნიგერიელი თუ ინდოელი უბრალოდ კეთილშობილი “ინვესტორია” და ისინი საქართველოს გაბრწყინებაზე ზრუნავენ(სხვათაშორის, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მათი “ინვესტიციების” შედეგად უამრავი ქართველი ქალი დასაქმდა, ბევრმა უკვე საკუთარ ორგანიზმშიც მიიღო ეს “ინვესტიციები” და მარტოხელა დედის სტაუსით განაგრძობს ცხოვრებას).  მაგალითად თათიას მოჰყავს “ლიზას საქმე”, გაგიკვირდებათ ალბათ და იკითხავთ თუ რატომ არ მოჰყავს თათიას მაგალითად მიგრანტების მიერ კიოლნში გერმანელი ქალების მასობრივი “სექსუალური შევიწროვება”, ან ტერორი და მკვლელობები, რომლებსაც სჩადიან მიგრანტები და რომელიც ასე თვალშისაცემია ევროპაში, როგორ ან რატომ გაიზარდა ასე სწრაფად მძიმე დანაშაულის მაჩვენებელმა ევროპაში არაბი და აფრიკელი მიგრანტების ზრდასთან ერთად? ამ კითხვებზე პასუხს თათიასგან ვერ მოისმენთ, ვინაიდან ის ახალგაზრდა “პოლიტიკოსია” და რა თქმა უნდა, როგორც ძია სოროსმა ასწავლა, “პოლიტკორექტული” უნდა იყოს.
შემდგომში თათია მორალს უკითხავს მარშის მონაწილე უბრალო ადამიანებს, რომ თურმე მხოლოდ ის და მისნაირები გრძნობენ რუსულ აგრესიას და ამიტომ აქციის გასამართად წავლენ საზღვართან.  თუმცა ისტორიამ უკვე ბევრჯერ გვანახა რეალურად ვინ მიდის იარაღით ხელში სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინაში უამრავი ქართველი ნაციონალისტი იბრძვის ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდამხარ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რატომღაც არავის გვახსენდება ლიბერალი ქართველუკები. სწორად თქვა ერთ დროს საშკო ბელიმ, რომ ლიბერალებს რუსების წინააღმდეგ მხოლოდ მშვიდობიან დროს შეუძლიათ ყეფა, ომის დროს კი საქმეს ნაციონალისტები აკეთებენ. და მგონი ადვილად მისახვედრია ვინ აიღებს იარაღს ამ ქვეყნის დასაცავად, პერომომხმარებელი “უფლებადამცველი” ენჯეოშნიკები, რომლებიც ლატენტური ქართველოფობები არიან და ქვეცნობიერის დონეზეც კი ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და მზად არიან ნებისმიერი უცხოელის გამო ყელი გამოჭრან საკუთარ თანამემამულეს, თუ ქართველი ნაციონალისტები.
გგონიათ ამაზე მორჩა? არა, ყველაზე საინტერესო წინ არის. თათიამ თავისი სტატუსი დააგვირგვინა ათასჯერ გაცვეთილი თემით მეფე დავითის და ყივჩაღების შესახებ. სიმართლე გითხრათ უდიდესი ტყუილი იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ თათიასგან მოველოდი ისტორიის ცოდნას, თუნდაც საშუალო დონეზე და ჩემი ვარაუდი რა თქმა უნდა გამართლდა. თათიამ არ იცის იმის შესახებ, რომ მეფე დავითი, დღევანდელი ლიბერალებისგან გასნსხვავებით ქართველთმოძულე და მენტალურად დაავადებული ადამიანი არ იყო, სწორედ ამიტომ ის ასახლებდა ყივჩაღებს საქართველოს საზღვრებთან, იქ სადაც ქართული მოსახლეობსი ხვედრითი წილი მიზერული იყო, ან საერთოდ არ ცხოვრობდნენ ქართველები(თან ყივჩაღებსა და ქართველებს შორის შიდა დაპირისპირებები საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო). მეფე დავითმა ისინი პოლიტიკური მიზნების გამო ჩამოასახლა. დავითის შემდგომ, თამარისა და მისი მემკვიდრეების მეფობის დროს, როცა საქართველოს საზღვრები შორს სცილდებოდა ქართველი ხალხის ეთნიკური განსახლების საზღვრებს, ყივჩაღებს აქედან შორს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხრეთით, საქართველოს სასაზღვრო კუთხეებში არსებულ ციხესიმაგრეებშია სახლებდნენ. შემდგომში ყივჩაღებმა, როგორც თურქულმა მომთაბარე ტომმა ეს ადგილებიც დატოვა და მათი კვალი სამუდამოდ იკარგება, ამაზე მეტყველებს სულ 1 თუ 2 ყივჩაღური წარმოშობის გვარი საქართველოში. თათიამ თუ არ იცის, უნდა ივარაუდოს მაინც რა მოუვიდოდათ იმ ყივჩაღებს, რომლებიც დღევანდელი “ინვესტორების” მსგავსად მოიქცეოდნენ საქართველოში.

და ბოლოს, არ გეგონოთ, რომ ეს ქართველთმოძულე პროგრესით გაჟღენთილი ელემენტები ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს, ისინი ამას აკეთებენ შეგნებულად. ქართველი ლიბერალები, მარქსისტები და რუსის ჩექმის მლოკველები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, საერთო ჯამში მათი მიზანი ერთია – ამ ქვეყნის და ერის დასუსტება ყველა შესაძლებელი ხერხით.

პოსტის ავტორი: იდეა

 

თათია დოლიძის კომენტარი ქართველთა მარშის შესახებ:

1.ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში განათლებული ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარე…

Posted by Tatia Dolidze on Friday, July 14, 2017

მოგეწონათ?

-2 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 2

კარგი შეფასება: 0

კარგი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

ცუდი შეფასება: 2

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.