ადოლფ ჰიტლერის სამხედრო გზა

ჰიტლერი

უამრავი წერილობითი მოწმობის მიხედვით, ის იყო ჭკვიანი, ძალიან მამაცი და კარგი ჯარისკაცი. მისი თანამებრძოლი ადოლფ მაიერი თავის მემუარებში ახასიათებს მას, როგორც “ძალიან ძლიერ ჯარისკაცს და შესანიშნავ მეგობარს, რომელმაც არაერთხელ იხსნა ის სიკვდილისგან”. ჰიტლერის თანამებრძოლი მიხაელ შლეეხუბერი წერდა, რომ მას ერთხელაც არ მოუსმენია ჰიტლერის წუწუნი რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ის წერდა, რომ ჰიტლერი არასდროს გაურბოდა სირთულეებს და ხიფათს.

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერმა მაშინვე დაწერა განცხადება ბავარიის მეფის ლუდვიგ III სახელზე, რომ მიეღო თანხმობა ბავარიის არმიის სამსახურში ჩადგომაზე. უკვე მეორე დღეს მოხალისეს შესთავაზეს გამოცხადებულიყო ბავარიის ნებისმიერ პოლკში. მან მე-16 სარეზერვო პოლკი აირჩია (“ლისტის პოლკი”).
8 ოქტომბერს ჰიტლერმა ერთგულება შეჰფიცა ბავარიის მეფეს ლუდვიგს და იმპერატორ ფრანც იოზეფს.
1914 წლის ოქტომბერს ის გააგზავნეს დასავლეთ ფრონტზე, სადაც 29 ოქტომბერს მან მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში მდინარე იზერზე, ხოლო 30 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე იპრის ბრძოლაში.
1914 წლის 1 ნოემბერს ჰიტლერს ეფრეიტორის წოდება მიანიჭეს. 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე იღებდა მონაწილეობას ფლანდრიის პოზიციურ ბრძოლებში. 1914 წლის 2 დეკემბერს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო დააჯილდოვეს მეორე ხარისხის გერმანული რკინის ჯვრით. 14-დან 24 დეკემბრამდე იღებდა მონაწილეობას ფრანგული ფლანდრიის ბრძოლაში, ხოლო 25 დეკემბრიდან 2015 წლის 12 მარტამდე – პოზიციურ ბრძოლებში ფრანგულ ფლანდრიაში.
1915 წელს იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში ნავ-შაპელთან. 1916 წელს 6-ე არმიის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა ბრძოლაში მდინარე სომაზე და ბრძოლაში ფრომელთან. მდინარე სომაზე გამართულ პირველ ბრძოლაში ჰიტლერი ბარძაყში დაიჭრა ყუმბარის ნამსხვრევისგან. ის მოხვდა ქალაქ ბელიცის წითელი ჯვრის ლაზარეთში. 1917 წლის მარტში ის გამოჯანმრთელდა და ისევ დაბრუნდა ფრონტის ხაზზე.
1917 წელს მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში ქალაქ არასთან. იღებდა მონაწილეობას არტუას რაიონის შეტაკებებში, ფლანდრიაში და ზემო ელზასში. 1917 წლის სექტემბერს სამხედრო მიღწევებისთვის დააჯილდოვეს მესამე ხარისხის ხმლებიანი რკინის ჯვრით.
1918 წელს მონაწილეობას იღებდა შემოდგომის შეტევით ოპერაციაზე საფრანგეთის წინააღმდეგ. 1918 წლის 9 მაისს ფონტანესთან გამოჩენილი უდიდესი სიმაამცის გამო დააჯილდოვეს პოლკის დიპლომით. 18 მაისს იღებს სამკერდე მედალს დაჭრისთვის. 27 მაისიდან 13 ივნისამდე მონაწილეობდა სუასონის და რეიმსის ბრძოლებში. 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პოზიციურ ბრძოლებში უაზთან, მარნთან და ენთან. 15-დან 17 ივლისამდე – მარნის შეტევით ოპერაციებში, ხოლო 18-დან 29 ივლისამდე – მონაწილეობდა მარნის, რეიმსის და სუასონის თავდაცვით ბრძოლებში. ამ პერიოდში, ჰიტლერი ურთულეს პირობებში ახერხებს მიაწვდინოს ინფორმაცია საარტილერიო პოზიციებზე მყოფ ჯარისაკცებს, რის შედეგადაც მან გადაარჩინა გერმანელი ქვეითები საკუთარი არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყოლისგან.
1918 წლის 21-23 აგვისტოს ჰიტლერი მონაწილეობას იღებს მონსი-ბაპთან გამართულ ბრძოლებში.
1918 წლის 18 აგვისტოს ჰიტლერი სამხედრო სამსახურისთვის იღებს მესამე ხარისხის ჯილდოს.
1918 წლის 15 ოქტომბერს – ლა მონტელთან ქიმიური ნივთიერებების აფეთქების შედეგად ჰიტლერი გაზით მოიწამლა, რამაც მისი თვალების ურთულესი დაზიანება გამოიწვია და მან დროებით მხედველობა დაკარგა. მკრუნალობას გადიოდა ბავარიის სამხედრო ლაზარეთში. არაერთხელ გამოთქვა ფრონტზე დაბრუნების სურვილი, მაგრამ ჯანმრთელობის რთული დმგომარეობის გამო ექიმებმა ამის უფლება არ მისცეს. მკურნალობის დროს ის იგებს მისთვის თავზარდამცემ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ეს მომენტი სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის მახსოვრობაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავზარდამცემი მომენტი მის ცხოვრებაში.

წყარო: იდეა

მოგეწონათ?

0 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 0

კარგი შეფასება: 0

კარგი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.