in ,

ადამიანის მასაზე დამოკიდებულება

1961 წელს პოლონელმა ფსიქოლოგმა, სოლომონ აშმა დაიწყო ექსპერიმენტების სერია, რომელიც ადამიანის მასაზე დამოკიდებულების შესწავლას ისახავდა მიზნად. მისი ექსპერიმენტის აზრი შემდეგში მდგომარეობდა:

კედელზე გავლებული იყო ორი ზოლი ერთი 30სმ, ხოლო მეორე კი 25სმ. მათ შორის განსხვავება აშკარა იყო. ოთახში შეჰყავდათ რვა გამოსაცდელი, რომელთაგანაც შვიდი პროფესორის ასისტენტი იყო, რომლებსაც ევალებოდათ ერთი ნამდვილი გამოსაცდელის აზროვნებაზე გავლენის მოხდენა. პროფესორი ყველას სათითაოდ ეკითხებოდა რომელი ზოლი იყო უფრო გრძელი, მისი ასისტენტები ერთხმად პასუხობდნენ, რომ 25სმ-იანი ზოლი უფრო გრძელია და გამოსაცდელი პიროვნებაც ექცეოდა მათი გავლენის ქვეშ.

გამოსაცდელი პიროვნებების 60% მაშინვე ეთანხმებოდა “შეგზავნილების” პასუხს, ხოლო ვინც არ ეთანხმებოდა ისინი ხდებოდნენ დაცინვის ობიექტები. დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დარჩენილი 40%-დან 30% საბოლოო ჯამში ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ 25სმ-იანი ზოლი უფრო გრძელია და მხოლოდ გამოსაცდელთან 10% რჩებოდა ბოლომდე საკუთარ აზრზე.

ყველაზე უცნაური კი ამ ექსპერიმენტებში ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც გამოსაცდელებს აცნობდნენ ექსპერიმენტის აზრს და უხსნიდნენ, რომ სინამდვილეში 25სმ-იანი ზოლი უფრო მოკლეა, ყოველი მეათე მათგანი მაინც აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ სწორედ ეს ზოლია გრძელი.

What do you think?

5 ქულა
კარგია ცუდია

Total votes: 5

კარგი შეფასება: 5

კარგი შეფასების პროცენტულობა: 100.000000%

ცუდი შეფასება: 0

ცუდი შეფასების პროცენტულობა: 0.000000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

10 საინტერესო ფაქტი საქართველოს შესახებ

კაილ მაკდონალდსი სამაგრით ხელში

80 000$ ღირებულების სახლი საკანცელარიო სამაგრის ნაცვლად